პროცედურა

კავიტაცია + RF + ლიპოლიზური თერაპია (ლიპოლიტიკი) — მუცლის ზონა | სრული კურსი (6 სეანსი)

კავიტაცია ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით შლის ცხიმის უჯრედებს, RF (რადიოსიხშირული) თერაპია ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აღადგენს კანის ტონუსს, ხოლო ლიპოლიზური ინექციები (ლიპოლიტიკი) აჩქარებს დაშლილი ცხიმის გამოყოფას და ლიმფურ დრენაჟს. კომბინირებული პროცედურა უზრუნველყოფს კომპლექსურ ზემოქმედებას მოცულობის შემცირების, კანის ელასტიურობას გაუმჯობესებისა და კონტურის გამოკვეთას. ხშირად რეკომენდებულია ლოკალური ცხიმოვანი დეპოებისა და მუცლის არეში კანის დრეკადობის დაქვეითების შემთხვევაში.

ფასი

599 ლარი

ხანგრძლივობა

30 წუთი

პროცედურის შესახებ

— ლოკალური ცხიმის დაგროვება მუცლის არეში — ცელულიტი და კანის არათანაბარი რელიეფი — კანის ელასტიურობის დაქვეითება — მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის სტიმულირების საჭიროება — ფიგურის კონტურის კორექციის სურვილი

ჩვენებები

  • — მოცულობის ვიზუალური შემცირება — კანის ტექსტურისა და ელასტიურობის გაუმჯობესება — ლიმფური დრენაჟის სტიმულირება — ცელულიტის გამოვლინების შემცირება — კონტურის გამოკვეთა

უკუჩვენებები

  • — ორსულობა და ლაქტაცია — ონკოლოგიური დაავადებები — ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაავადებები — სისხლის შედედების დარღვევები ან სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღება — მუცლის არეში აქტიური ანთებითი პროცესები ან ტკივილი — გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მათ შორის კარდიოსტიმულატორის ტარება — RF-ის გამო) — მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიული ჩარევა ბოლო 6 თვის განმავლობაში — პროცედურის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა

პროცედურის შემდეგ

  • — რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყლის მიღება — საუნა, აუზი და ცხელი აბაზანა აკრძალულია 24–48 საათის განმავლობაში — შესაძლებელია მსუბუქი შეშუპება ან სისხლჩაქცევა ინექციის ადგილას — რეკომენდებულია 4–6 სეანსის კურსი 1–2 კვირის ინტერვალებით — დაიცავით ექიმის ინდივიდუალური მითითებები